ხშირად დასმული კითხვები

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ.

იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე ამანათების ტრანსპორტირების, მიწოდების ვადების, დეკლარაციისა და ტარიფების შესახებ.

?

ხშირად დასმული კითხვები

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ჩვენი სერვისების შესახებ.

11კითხვა
სახმელეთო მიმართულებებზე ღირებულება ითვლება ამანათის ფაქტობრივი წონით და არა მოცულობით.
საწყობში მისული ამანათი 24 საათის განმავლობაში აისახება თქვენს პირად კაბინეტში, განყოფილებაში „მიღებული ამანათები“.
გადაამოწმეთ ამანათის სტატუსი იმ საიტზე, სადაც ნივთი (ნივთები) შეიძინეთ. თუ ამანათი ნამდვილად მიტანილია მისამართზე, გამოგვიგზავნეთ ტრექინგ ნომერი და მიწოდების დეტალები.
ანგარიშსწორება და დავალიანების გადახდა ხდება საიტზე არსებული გადახდის სისტემით.
განბაჟებას ექვემდებარება ამანათი, რომლის ღირებულება 300 ლარია ან მეტი, ან წონა 30 კგ ან მეტია. განბაჟებას ექვემდებარება ასევე ერთგვაროვანი საქონელი და კომერციული საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი.
ამანათი მიგეწოდებათ კურიერისთვის გადაცემიდან 2 სამუშაო დღეში. დეტალები იხილეთ საკურიერო სერვისის პირობებში.
საზღვარგარეთის საწყობის მისამართის მისაღებად საიტზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ მისამართებს თურქეთში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ესპანეთსა და საბერძნეთში.
ამანათის გატანა შეგიძლიათ ფილიალიდან ყოველდღე 12:00–20:00. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მიწოდების სერვისით: საკურიერო მიწოდება თბილისში: 3 კგ-მდე — 7 ₾; 3.05–6 კგ — 10 ₾; 6.05–10 კგ — 15 ₾. საკურიერო მიწოდება რეგიონებში: 3 კგ-მდე — 10 ₾; 3.05–6 კგ — 15 ₾; 6.05–10 კგ — 20 ₾. მიწოდება საქართველოს ფოსტით: 3 კგ-მდე — 7 ₾; 3.05–6 კგ — 15 ₾; 6.05–10 კგ — 25 ₾.
ამანათები იგზავნება ყოველ ოთხშაბათს და საქართველოში პარასკევს ჩამოდის. შემდეგ ისინი გადიან საბაჟო პროცედურებს და ხარისხდება, გაცემა კი კვირას იწყება. თუმცა ყოველი კვირა განსხვავებულია, ამიტომ ამანათის გაცემის შესახებ ინდივიდუალურად შეგატყობინებთ.
თუ სხვა ნივთი ჩამოვიდა, დაუკავშირდით მაღაზიას. თუ ამანათი დაზიანებული ჩამოვიდა, ამანათის მიღებისას შეამოწმეთ იგი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით. დაზიანების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ დაზიანებული ნივთისა და ყუთის ფოტოები ნივთის ინვოისთან ერთად. თუ ამანათზე დაზღვევის ოფცია იყო არჩეული, ზიანს გავითვალისწინებთ ამ ოფციის პირობების მიხედვით. განცხადებას განვიხილავთ არაუგვიანეს 1 თვეში. განხილვისას გავითვალისწინებთ: • ჩამოსვლისას ყუთის ვიზუალურ მდგომარეობას • ნივთის შეფუთვას • დაზიანების შესახებ შეგვატყობინეთ თუ არა დაუყოვნებლივ • რა სერვისით მოხდა ნივთის მიწოდება.
დაზღვევის საფასური შეადგენს ამანათის დეკლარირებული ღირებულების 10%-ს.დაზღვევა სრულად ანაზღაურებს ამანათის დეკლარირებულ ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ ამანათი ტრანსპორტირების პროცესში დაიკარგება ან დაზიანდება. გაითვალისწინეთ, დაზღვევის გააქტიურების შემდეგ მისი გაუქმება და გადახდილი საფასურის დაბრუნება შეუძლებელია. დაზღვევის გააქტიურებამდე გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ამანათის დეკლარირებული ღირებულება სწორად გაქვთ მითითებული
კიდევ გაქვთ კითხვები?

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით