უსაფრთხოების, სამართლებრივი და მარეგულირებელი მიზეზების გამო, გარკვეული ნივთების გადაზიდვა LYNK-ის მეშვეობით შეუძლებელია. გთხოვთ, შეკვეთის გაფორმებამდე ან ამანათის მომზადებამდე გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ სიას
ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთების გადაზიდვა აკრძალულია. შეზღუდული ან აკრძალული ნივთების გაგზავნამ შეიძლება გამოიწვიოს დაგვიანება, უარყოფა, კონფისკაცია ან სხვა შედეგები მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
01
იარაღი
ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილები და აქსესუარები
02
იარაღი
პნევმატური იარაღი 0.177 (4.5მმ) კალიბრამდე დატუმბული აირის CO ბალონით და მათი აქსესუარები
03
გაზი
CO ბალონები პნევმატური იარაღისთვის
04
იარაღი
აირსოფტის თოფები — ელექტრო პნევმატური, ნებისმიერი კალიბრის, ასევე მათი აქსესუარები
05
იარაღი
ფეინთბოლის თოფები და მათი აქსესუარები
06
შეზღუდული პროდუქცია
ნებისმიერი სახის არომატიზატორი, ე.წ. „ბიო“, მაგ.: Zero Gravity და სხვა
07
იარაღი
არბალეტი, ისრები, მშვილდი
08
აეროზოლი
„სპრეი“, დატუმბული ბალონის ტიპის, ნებისმიერი ნივთიერება
09
საშიში ნივთიერებები
ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია, მაგალითად სანთებელა, საახალწლო მაშხალა და სხვა
10
შეზღუდული პროდუქცია
პორნოგრაფიული სახის პროდუქცია
11
ცოცხალი ორგანიზმები
ცხოველები, თევზები, ჩიტები, მღრღნელები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები
12
საშიში ნივთიერებები
ტოქსიკური ნივთიერებები
13
იარაღი
ცეცხლსასროლი იარაღები და ოპტიკური სამიზნეები
14
შეზღუდული პროდუქცია
თუთუნი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები და მათი თესლი
15
საშიში ნივთიერებები
ე.წ. „აზბესტის“ შემცველობის პროდუქცია
16
ცხოველური წარმოშობის
ცხოველების ფიტულები, ძვლები, ბეწვი, სპილოს ძვალი და სხვა მსგავსი პროდუქცია
17
ფინანსური
რეალური ფული — მონეტები ან ბანკნოტები ნებისმიერი ქვეყნის
18
ბეჭდური მასალა
ჟურნალები და კატალოგები
19
სპორტული იარაღი
წყალქვეშა ნადირობისთვის სპორტული თოფები და მათი აქსესუარები